Thursday, June 9, 2011

სიტყვის ეტიმოლოგია

ფობია (ბერძნ. φόβος ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.
ფობიები (თავისი კლინიკური მნიშვნელობით) შიშით გამოწვეული დარღვევების (პაიკური დარღვევა, პოსტ-ტრავმული შიში და სხვ.) ყველაზე ხშირი ფორმაა. ამერიკული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ფობიით                   შეპყრობილი 8.7%-დან 18.1%-მდე ამერიკელია. მეტიც, აღმოჩნდა რომ ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე.
link             link  

No comments:

Post a Comment