- სკარლეტ იოჰანსონს ეშინია ტარაკნების
“ბავშვობაში ჩემს მეგობარს ყავდა გიგნატური ჯიშის ტარაკნები, სახლში დიდ ქილაში ყავდა და მუდამ მაიძულებდა რომ შევხებოდი მათ. მე კიდევ ძალიან მეშინოდა და არანაირი სურვილი არ მქონდა მათი შეხების. ერთ დღეს დილით გავიღვიძე და ჩემს ფეხზე დავინახე გიგანტური ტარაკანა მას მერე ფობია მაქვს და მეშინია link ”
- ნიკოლ კიდმანს ეშინია პეპლების
“არ მეშინია არც გველების არც ობობების მხოლოდ პეპლების!!! ეს ყველაფერი დაიყო მაშინ, როცა ვიყავი ძალიან პატარა. სკოლიდან რომ მოვდიოდი, სახლის ღობესთან მუდამ მხვდებოდა ხოლმე უზარმაზარი პეპელა. მზად ვიყავი, ღობეზე გადავმძვრალიყავი, რომ არ შევხებოდი ამ პეპელას და მუდამ ასე შევდიოდი ხოლმე სახლში, ვძვრებოდი ღობეზე .link ”
- ჯენიფერ ენისტონს ეშინია ფრენის (მაიკლ ჯექსონსაც ეშინოდა ფრენის)
“ტორონტოდან მივფრინავდი ნიუ იორკში ფრენა ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ გაცილებით დიდი დრო გავატარე თვითმფრინავში. მიზეზი იყო შტორმი რომელიც თავს დაატყდა ნიუ იურკს. ასეთი გამოცდილების შემდეგ თვითმფრინავის მოწყობილობა მთლიანად შევისწავლე, მაგრამ შიში მაინც მაქვს. უმეტესად მანქანით ვმოძრაობ, მაგრამ ზოგჯერ თვითმფრინავში ჯდომა და შიშის დაძლევა მაინც მიწევს ხოლმე” link
- ჯონი დეპს ეშინია კლოუნების
“როცა ვიყავი პატარა მუდამ მესიზმრებოდა კლოუნი, რომელიც ბოროტი თვალებით მიყურებდა და შეშინებული ვიღვიძებდი”
- დევიდ ბექჰემი ვერ იტანს არეულობას
“ძალიან ორგანიზებული ვარ. ყველაფერს წინასწარ ვსაზღვრავ, როცა მივდივარ დასაძინებლად ზუსტად ვიცი რა უნდა ჩავიცა მეორე დღეს. ფერების მიხედვით მაქვს კარადაში ჩემი ტანსაცმელი დაწყობილი, აუტანელი თვისებაა.”
- ჯასტინ თიმბერლეიქს ეშინია ობობების, გველების და ზვიგენების
link “ადამიანთა უმრავლესობას ეშინია ობობების, გველების …მაგრამ მე მათ შორის განსაკუთრებულად მეშინია, არ ვიცი რამ გამოიწვია ეს შიში მაგრამ მათ დანახვაზე სრული პანიკა მეწყება”
- ჯორჯ ვაშინგტონი–მას ჰქონდა ერთი უცნაური ფობია: შიში ცოცხლად დამარხვისა!!! თქვენ წარმოიდგინეთ სიკვდილის პირას მყოფმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაიბარა და პირობაც ჩამოართვა გარშემომყოფთ, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა მისი ცხედარი ორი დღის განმავლობაში გარეთ დაეტოვებიათ რათა შეიძლებოდა გაცოცხლებულიყო, ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყვნენ მის გარდაცვალებაში და მერე დაეკრძალად სათანადოდ…
- ვუდი ალენი, ყველასათვის ცნობილი რეჟისორი, ძალიან ბევრი ფობიების მქონე აღმოჩნდა… 74 წლის მსახიბსა და რეჟისორს ყველაფრის ეშინია!!! აქვს შედარებით “ნორმალური” და გავრცელებული ფობიები როგორიცაა: სიმაღლის შიში, დახურული სივრცის შიში, მწერების შიში და ა.შ ასევე აქვს “არანორმალური” ფობიებიც, როგორიცაა: ნათელი ფერების შიში, ცხოველების შიში, ასევე ეშინია ლიფტის, არაქისის კარაქის სასაზე აკრობის, მიწებების და ა.შ
- ზიგმუდ ფროიდი იყო უდიდესი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი რომელმაც მსოფლიო დონის ნაშრომები შექმნა თავისი პროფესიის კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ “ფსიქოლოგიის მამასაც” კი ჰქონდა ფობიები და თან საქმაოდ უცნაური: მას ეშინოდა ტყვიის და გვიმრების!!! მისი ნაცნობები და ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ რომ იგი არასდროს არ მიირთმევდა გვიმრას და ძალიან არ უყვარდა იგი…